Sunday, April 22, 2012

ჩემი აზრი კინოს შესახებ

კინო ზოგისთვის ჰობია, ზოგს საკუთარი შინაგანი სამყაროს გარკვევაში ეხმარება,აგრეთვე არის თვითგანათლების მეთოდი, ხელოვნების ერთ-ერთი დარგთან ზიარება...კინო მაგიური სამყაროა, რომელიც ადამიანს ნუსხავს და აჯადოებს. მეც ძალიან მომწონს კინო .ჩემ მიერ არჩეული ფილმი ყველასთვის საინტერესო და მიმზიდველია.ამ ფილმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

ჩემი საყვარელი ფილმი






ტიტანიკი — 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კემერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კემერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.
                            
ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კემერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანამედროვე სცენები გადაიღეს გემზე ’მსტისლავ კელდიში’. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისათვის ’ტიტანიკი’ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.



ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კემერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა. 2012 წელს იგეგმება მისი 3-D ფორმატში დემონსტრირება.
















კინო ხელოვნება

ზოგადად კინოსა და დროის შესახებ

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ~") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.
კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურისთეატრის და სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.
კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.