Sunday, April 22, 2012

ჩემი საყვარელი ფილმი






ტიტანიკი — 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კემერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კემერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.
                            
ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კემერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანამედროვე სცენები გადაიღეს გემზე ’მსტისლავ კელდიში’. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისათვის ’ტიტანიკი’ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.



ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კემერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა. 2012 წელს იგეგმება მისი 3-D ფორმატში დემონსტრირება.
















No comments:

Post a Comment